ტრამპის საიმიგრაციო აკრძალვა და ევროპის რეაქცია

ევროკავშირი

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწვეტილებამ, რომ აკრძალოს შვიდი მუსლიმური უმრავლესობის მქონე ქვეყნიდან ვიზიტორების და იმიგრანტების მიღება, ევროპაში გაურკვევლობა გამოიწვია. ერთის მხრივ, ამ ქვეყნებს მზარდი მუსლიმური უმრავლესობა ყავს და მეორეs მხრივ, ისინი ნაციონალისტური სენტიმენტების მატებას განიცდიან. ქვეყნებში პოპულარობას იძენს ის ძალები, რომელებიც იმ ქვეყნებიდან, სადაც ისლამის აღმსარებელები უმრავლესობას წარმოადგენენ, იმიგრაციას ეწინააღმდეგებიან.

ტერეზა მეის ვიზიტი ვაშინგტონში წარმატებული აღმოჩნდა, მან დონალდ ტრამპისგან მიიღო იმის განაცხადი, რომ ის მხარს უჭერს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანს. თუმცა, ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ ის მისი ოპონენტების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა, იმ საბაბით, რომ მან უფრო მკაცრი პოზიცია არ დაიკავა ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე.

„ჩემი, როგორც ლონდონის მერის მესიჯი, ხმამაღალი და ნათელია, მე ვფიქრობ, აკრძალვა არის ბოროტება და სასირცხვილო, ჩვენი პრემიერ მინისტრისთვის ეს არ უნდა იყოს მისაღები“, - განაცხადა ლონდონის მერმა სადიქ ხანმა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ერთერთი ბოლო საპრეზიდენტო გადაწყვეტილება ქვეყნის ტერორისტული შეტევებისგან დაცვის მიზნით იქნა მიღებული.

ტრამპის ქმედებამ ევროპაში გამოხმაურება ჰპოვა.

„დევნილთა მღება, რომლებიც ომს და ძალადობას გაურბიან, ჩვენი ვალია. ეს უნდა გავაკეთოთ სამართლიანად, სწორად და სოლიდარობით. ევროპულმა სოლიდარობამ და ევროპულმა დიალოგმა საკუთარი როლი უნდა ითამაშოს იმაში, რომ საზოგადოება გახდეს არა უსულგულო, არამედ შეასრულოს თავისი ვალდებულებები და რომ მათ ჩვენს ღირებულებებს უერთგულონ“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან მარკ ერომ.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ დებატების სხვადასხვა მხარეზე დააყენა ისინი, ვინც მულტიკულტურალიზმს უჭერენ მხარს და ისინი, ვინც საკუთარ ეროვნულ კულტურას და იდენტობას საფრთხის ქვეშ ხედავს.

„ეს რთული სიტუაციაა დასავლეთი ევროპის ბევრი ქვეყნისთვის. მუსლიმური უმცირესობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მოსახლეობის უმრავლესობა, რასაც ბვერი ასპექტი განაპირობებს. ბევრი რამ იკვეთება, რაც ხშირად ნეგატიურ ფორმებში არის შემდგომ დახატული“. - ამბობს გაერთიანებული ძალების სამეფო ინსტიტუტის წარმომადგენელი ტაჰირ აბასი.

ტრამპის ადმინისტრაციის თქმით, მათ პოლიტიკა მსგავსია ობამას 2011 წლის გადაწყვეტილებისა, როდესაც მაშინ ობამას ადმინისტრაციამ 6 თვიანი აკრძალვა დააწესა ერაყიდან დევნილთა მიღებაზე. ადმინისტრაციის თქმით, ეს შვიდი ქვეყანა ის ქვეყნებია, რომელიც წინა ადმინისტრაციამ ტერორიზმის წყაროებად დაასახელა.

„ეს პოლიტიკური ცვლილება წარსულის გაგრძელებაა, თუმცა პრობლემურია, თუ როდის იქნა ის მიღებული - პირველ კვირაში, როდესაც ბევრმა სხვა ინიციატივამ კითხვის ნიშნები გააჩინა. და მაშინ, როდესაც დევნილთა მიმართ თანაგრძნობა მაღალია და საზოგადოების ლიბერალური მემარცხენე სექტორები აღშფოთებულნი არიან“, - ამბობ ტაჰირ აბასი.