ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი საპრეზიდენტო განკარგულებას იცავს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აგრძელებს თავისი საპრეზიდენტო განკარგულებების დაცვას, რომლის მიხედვითაც 7 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში შემოსვლა აეკრძალათ. პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ამ განკარგულებას ქვეყნის მასშტაბით პროტესტი და დემონსტრაციები მოჰყვა.

დღეს სოციალურ ქსელ ტვიტერში პრეზიდენტი ტრამპი წერს, რომ აეროპორტში პრობლემები კომპიუტერულმა სისტემამ გამოიწვია.

პრეზიდენტის მიერ პარასკევს ხელმოწერილი განკარგულება ერაყის, ირანის, სირიის, სომალის, სუდანის, ლიბიის და იემენის მოქალაქეებს 90 დღის განმავლობაში ქვეყანაში შემოსვლას უკრძალავს. 120 დღითაა შეჩერებული ლტოლვილების მიღების პროგრამა.

პრეზიდენტის განკარგულებას კრიტიკულად გამოეხმაურნენ გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი, მათი თქმით, გადაწყვეტილების მიღებაში სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტები ჩართულები არ ყოფილან. ამის პასუხად სენატორებს, ტვიტერზე, „სუსტი“ უწოდა პრეზიდენტმა და მათ მოუწოდა მეტი ყურადღება გაამახვილონ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“.

XS
SM
MD
LG