ამერიკის არჩეული პრეზიდენტი 1393 დღის შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნდა. ტრამპს ამ წუთებში ამერიკის მოქმედი 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მასპინძლობს. არსებობს მოლოდინი, რომ შეხვედრაზე ოვალურ კაბინეტში ტრამპი და ბაიდენი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრებენ, თუმცა მთავარი აქცენტი ხელისუფლების გადაბარების პროცესს დაეთმობა.
„მოუთმენლად ველი ჩვენს საუბარს დღეს, რათა მოხდეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა, ამის შესახებ დღეს ვისაუბრებთ“,- თქვა ჯო ბაიდენმა ოვალურ ოფისში ტრამპთან შეხვედრის დაწყების წინ.
„სამყარო დღეს მშვენიერია და ძალიან ვაფასებ რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი იქნება ისეთი მშვიდი/მარტივი როგორც ეს შესაძლებელა, მე ამას ვაფასებ ჯო,“- თქვა დონალდ ტრამპმა.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა ამერიკის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, რომელმაც ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი მზად არის ხელისუფლების გადაბარების პროცესში ჩაერთონ.
ძალაუფლების გადაბარების პროცესი უკვე დაწყებულია, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფიც, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის, ასევე დონალდ ტრამპის გუნდის წევრებით.
დონალდ ტრამპი, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი თეთრ სახლში ჯო ბაიდენმა გასულ კვირას მიიწვია, მაშინ, როცა ბაიდენმა ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ასევე ნახეთ: ტრამპმა კანდიდატები კიდევ რამდენიმე წამყვან პოზიციაზე დაასახელაარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტის ფიცს 2025 წლის 20 იანვარს კაპიტოლიუმის შენობის წინ დადებს. არსებული ინფორმაციით ინაუგურაციას ჯო ბაიდენი, პირველი ლედი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. მანამდე, 2025 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში არჩევნების შედეგების სერთიფიცირების პროცესი გაიმართება.
დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისი დაამარცხა. საარჩევნო კოლეგიაში ტრამპმა 312 ხმა, კამალა ჰარისმა კი 226 ხმა დააგროვა. კანდიდატს გამარჯვებისთვის 270 ხმა ჭირდებოდა. ტრამპმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, 2024 წელს კონკურენტს პოპულარული ხმებითაც მოუგო.
Your browser doesn’t support HTML5
თეთრ სახლში მისვლამდე დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმის ბორცვზე იმყოფებოდა, სადაც ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და რესპუბლიკელ კანონმდებლებს შეხვდა. ტრამპმა პარტიის წევრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და მათ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„დიდი პატივია აქ ყოფნა, ბევრი ჩემი მეგობარი იმყოფება აქ. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ შედეგისთვის“,- თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ შემდეგ ადგილობრივ არჩევნებში უკეთესი შედეგის მოლოდინი აქვს.
ასევე ნახეთ: დონალდ ტრამპი ამერიკის დედაქალაქში იმყოფებაამერიკის სენატში 2024 წლის არჩევნების შედეგად, რესპუბლიკურმა პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად კი პარტიას 2 მანდატი ჭირდება. რესპუბლიკელებს წარმომადგენელთა პალატაში ამ დროისთვის 216 კანონმდებელი ჰყავთ, უმრავლესობისთვის კი 2 მანდატია საჭირო.
ბოლოს, კაპიტოლიუმის ბორცვზე დონალდ ტრამპი 2024 წლის 13 ივნისს იმყოფებოდა, როცა ის პარტიულ ლიდერებს შეხვდა.
Your browser doesn’t support HTML5
მანამდე, დონალდ ტრამპი ამერიკის დედაქალაქში იმყოფებოდა 2023 წლის 3 აგვისტოს, როცა ის ფედერალურ სასამართლოში მივიდა. ტრამპმა ამ დღეს სასამართლოსთან „ამერიკისთვის სევდიანი დღე“ უწოდა და აღნიშნა, რომ „არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ეს მოხდეს ამერიკაში“.
ტრამპმა თეთრი სახლი 2021 წლის 20 ივნისს დილით დატოვა, რამდენიმე საათით ადრე სანამ ჯო ბაიდენი პრეზიდენტის ფიცს დადებდა.