ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობაზე მოსვლიდან 500 დღის აღსანიშნავად, განაცხადა, რომ „ბევრი ფიქრობს“ მან უფრო მეტს მიაღწია ამ დროში ვიდრე სხვა პრეზიდენტებმა. ტრამპმა ხაზი გაუსვა მისი ადმინისტრაციის მიერ გადასახადების შემცირებას, ამერიკის სამხედრო წარმატებას, დანაშაულის და არალეგალური იმიგრაციის შემცირებას და ამასთან ეკონომიკურ ზრდას.
ტრამპი მისი პრეზიდენტობის მე-17 თვეში, ჯერ ისევ რჩება წინააღმდეგობრივ ფიგურად. კვლევების მიხედვით, ამომრჩევლის 52,8 პროცენტს მისი პოლიტიკა არ მოსწონს, მაშინ როდესაც მის საქმიანობას ამომრჩევლის 44.4 პროცენტი დადებითად აფასებს.
ტრამპის პრეზიდენტობას კვალად გასდევს სპეციალური გამომძიებლის, რობერტ მალერის რუსეთის ამერიკის არჩევნებში ჩარევის და ტრამპის საარჩევნო გუნდთან შესაძლო გარიგების გამოძიება. ტრამპმა დღეს ტვიტერზე განაცხადა, რომ „მას შეუძლია საკუთარი თავი შეიწყალოს“, თუმცა ის ამას არ გააკეთებს, რადგან მას „ცუდი არაფერი ჩაუდენია“.