ტრამპის პირველი წელი - სამახსოვრო ფოტოები

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოჯახთან ერთად საპრეზიდენტო ინაუგურაციის ცერემონიაზე. 20 იანვარი, 2017 წ.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეუღლე მელანია ტრამპთან ერთად ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ გამართულ მეჯლისზე ცეკვავს. 20 იანვარი, 2017 წ.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი მიიღო. მოგვიანებით, კომის პოსტიდან მოხსნას, ვაშინგტონში საგანგებო გამომძიებლის დანიშნვა მოჰყვა. 22 იანვარი, 2017 წ.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. მისი უახლოესი გარემოცვიდან, რომელიც ამ ფოტოზეა, ახლა თანამდებობაზე მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსია დარჩენილი. პოსტები დატოვეს (მარცხნიდან მარჯვნივ): თეთრი სახლის აპარატის უფროსმა რინს პრიბუსმა, უფროსმა მრჩეველმა სტივ ბენონმა, კომუნიკაციების დირექტორმა შონ სპაისერმა და მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ ფლინმა. ამ უკანასკნელს საგანგებო გამოძიებამ ბრალი წაუყენა. 28 იანვარი, 2017 წ.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოვალურ ოფისში ტრადიციულად შავკანიანი უნივერსიტეტების და კოლეჯების ლიდერებს ხვდება. წინა პლანზე მისი უფროსი მრჩეველი კელიან კონვეია. 27 თებერვალი, 2017 წ.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად, ვაშინგტონში პრესკონფერენციას მართავს. 17 მარტი, 2017 წ.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოვალურ ოფისში ინტერვიუს აძლევს სააგენტო "როიტერს". 27 აპრილი, 2017 წ.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდა. ჰამბურგი, გერმანია. 7 ივლისი, 2017 წ.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეუღლე მელანია ტრამპთან ერთად, ქარიშხალ "ჰარვით" დაზარალებულებს ეხმარება. ტეხასის შტატის ქალაქი ჰიუსტონი. 2 სექტემბერი, 2017 წ.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში კაბინეტის შეხვედრას ატარებს. პრეზიდენტის უკან მისი სიძე, უფროსი მრჩეველი ჯარედ კუშნერი ზის. 1 ნოემბერი, 2017 წ.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, "ასეანის" შეხვედრაზე მანილაში, ფილიპინები. 13 ნოემბერი, 2017 წ.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ფედერალური რეგულაციების შემცირების აუცილებლობაზე მსჯელობს. თვალსაჩინოებისთვის, 1960 წლიდან რეგულაციების ზრდის მასშტაბს ის დოკუმენტების მოცულობით აჩვენებს. 14 დეკემბერი, 2017 წ.