ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ წუთებში ოვალურ კაბინეტში, ამერიკის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მასპინძლობს. გთავაზობთ პირველ კადრებს თეთრი სახლიდან.
შეერთებულ შტატებში არჩევნები დასასრულს უახლოვდება. დაახლოებით ორ საათში დარჩენილი საარჩევნო უბნებიც დაიხურება. როგორ აძლევენ ხმას რიგითი ამერიკელები? დაათვალიერეთ ფოტოგალერეა.
ნიუ-იორკში, ჰელოუინის აღლუმში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საუკუნეების წინ, ტრადიცია კელტების შთამომავლებმა დაამკვიდრეს, რომლებიც ოქტომბრის ბოლოს მოსავლის აღებას ზეიმობდნენ. ბოროტი სულების განსადევნად, ისინი კოცონს ანთებდნენ და მათ შეშინებას სხვადასხვაგვარი კოსტიუმებით ცდილობდნენ.
ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი წყალდიდობის გამო, სულ ცოტა, 159 ადამიანი დაიღუპა. განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი პაიპორტა, სადაც მსხვერპლი 62-ს აღწევს, ქალაქის ქუჩები კი წყალდიდობის შემდეგ, სქელ ტალახშია ჩაფლული.
2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეებმა პარლამენტის 150 დეპუტატი მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩიეს. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 18-მა საარჩევნო სუბიექტმა. ამომრჩეველთა აქტივობამ 58,94% შეადგინა.
ხარკივის ოლქში სოფელი კუპიანსკი, რომელიც კიევმა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 6 თვეში რუსეთის ოკუპაციისგან დაიხსნა, კვლავ რუსეთის იერიშების სამიზნეა. კიევი იქიდან ათასობით ადამიანის ევაკუაციას ცდილობს. მშვიდობიანმა მოსახლეობამ კუპიანსკის სამი მიმდებარე დასახლებიდანაც ევაკუაციის ბრძანება მიიღო.
თვალწარმტაცი სანახაობა, სახელად ჩრდილოეთის ციალი (ავრორა ბორეალისი), გასულ კვირას არამარტო ჩრდილოეთ, არამედ სამხრეთ ნახევარსფეროს ზოგ ქვეყანაშიც დაინახეს. მზის ზედაპირზე მომხდარმა გიგანტურმა ამოფრქვევებმა დედამიწის ორბიტის მაგნიტურ ველებთან შეხებისას, ცის სხვადასხვაფრად განათება გამოიწვია.
ცენტრალურ ევროპაში ბოლო დროის ყველაზე დიდი წყალდიდობა განსაკუთრებით მძიმედ პოლონეთს დაეტყო. ქვეყანაში ახლა დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მიყენებული ზარალი 1997 წლის დამანგრეველი წყალდიდობის ზარალსაც კი გადააჭარბებს.
ლოს-ანჯელესში, პრესტიჟული ამერიკული სატელევიზიო ჯილდოს - "ემის" გადაცემის საზეიმო, 76-ე ცერემონია გაიმართა. ყველაზე მეტი, 18 "ემი" გადაეცა სერიალს "სიოგუნი". ფოტოგალერეაში რამდენიმე გამარჯვებული ფილმისა თუ ტელეგადაცემის შემქმნელ ჯგუფს ნახავთ.
ლვივში დაღუპულთა შორის ოჯახის ოთხი წევრია - დედა და მისი სამი ქალიშვილი. 4 სექტემბერს რუსეთმა დრონებით დაბომბა უკრაინის ქალაქი ლვივი, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნის, პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. 7 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა. ქალაქში დაზიანებულია ისტორიული შენობები.
პარიზი არაჩვეულებრივი სანახაობით დაემშვიდობა სპორტული მიღწევებისა და მოზღვავებული ემოციების დღეებს, რამაც საფრანგეთის დედაქალაქში ორკვირანახევარი გასტანა. 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა დასრულდა, პარიზი ახლა ესტაფეტას 2028-ში, ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქს, ლოს-ანჯელესს გადაულოცავს.
მეტის ჩატვირთვა