შენგელიამ ბასკურ გუნდს ესპანური ლიგა მოაგებინა
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია პირველი ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ევროპაში საუკეთესო ესპანეთის „ლიგა ენდესა“ მოიგო. შენგელიას ბასკონიამ დრამატულ ფინალში ბარსელონა 67:65 დაამარცხა. ახლა ყველა ელოდება პასუხს, 6 მილიონ ევროდ, გადადის თუ არა შენგელია მოსკოვის არმიელთა გუნდში?