სტიქიამ აშშ-ში ერთი ადამიანი იმსხვერპლა

ტორნადოს საშიშროების გამო მისურის შტატის გუბერნატორმა ჯეი ნიქსონმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ და ცენტრალურ შტატებს ტორნადომ გადაუარა. სტიქიამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა.
გარდაცვლილი პიროვნების შესახებ მისისიპის შტატის საგანგებო საქმეთა სააგენტომ განაცხადა. როგორც სააგენტოს პრესსპიკერიმა გრეგ ფლინმა აღნიშნა, ტორნადომ დააზიანა შენობები, ამასთან კემპერის ოლქში შეწყვეტილია ელექტრომომარაგება ხაზების დაზიანებების გამო. აშშ-ის დასავლეთ და ცენტრულ ნაწილებში ასევე დაფიქსირდა ძლიერი ქარი, სეტყვა. ტორნადოს საშიშროების გამო მისურის შტატის გუბერნატორმა ჯეი ნიქსონმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.