ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ზოგიერთ შტატში ესპტრემალური ამინდია


ტორნადო ალაბამას, ლუიზიანას, მისისიპის და ტეხასის შტატებს დაატყდა თავს

შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში შობის დღეს ექსტრემალური ამინდის შედეგად სულ ცოტა 2 ადამიანი დაიღუპა.

ტორნადო ალაბამას, ლუიზიანას, მისისიპის და ტეხასის შტატებს დაატყდა თავს. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და ათობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ხშირი თოვლის გამო პარალიზებულია ოკლაჰომას შტატი, სადაც მთავარ ტრასაზე მომხდარ მხოლოდ ერთ ავტოავარიაში 21 მანქანა მოყვა.

სინოპტიკოსების ცნობით, შტორმი სამხრეთიდან ამერიკის შუაგულში მდებარე დასავლეთის შტატებისკენ გადაინაცვლებს და საგანგებო მდგომარეობას ამჯერად არკანზასის, ოჰაიოს, ილინოისის და ინდიანას შტატებს შეუქმნის.
XS
SM
MD
LG