2022 წლის მაისის შემდეგ ამერიკელ და რუს გენერლებს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ ამერიკელი ოფიციალური პირი ანონიმურობის დაცვით აწვდის. მისი ინფორმაციით გენერლებმა ტელეფონით მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
ასევე ნახეთ: ბლინკენმა "ბინძური ბომბის" შესახებ რუსეთის "აშკარად ცრუ" ბრალდებას დასცინარას შეეხებოდა საუბარი, ამის შესახებ წყარო არ საუბრობს, ადასტურებს მხოლოდ იმას რომ შეხვედრა ამერიკის არმიის გენერალ მარკ მილისა და რუსეთის გენერალური შტაბის, ვალერი გერასიმოვს შორის შედგა.
ამ დროისთვის პენტაგონს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. რუსი და ამერიკელი გენერლების სატელეფონო საუბარი, მას შემდეგ შედგა, რაც ამერიკის თავდაცვის მდივანსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრს შორის სატელეფონო აუდიენცია გაიმართა.
ლოიდ ოსტინი ტელეფონით ასევე ესაუბრა უკრაინის თავდაცვის მინისტრს.