ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარემ გააკეთა
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი არ იზიარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინადადებას--მიეცეს საბერძნეთს ბიუჯეტის შეკვეცისთვის მეტი დრო. გერმანიის ფინანსთა მინსტრმა ვოლფგანგ შობლემ კანცლერის მოსაზრება კიდევ ერთხელ გაახმოვანა ტოკიოში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ შეხვედრაზე, სადაც ქრისტინ ლაგარდმა საბერძნეთს ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად ორი წლის ვადის მიცემა მოითხოვა. ვოლფგანაგ შობლეს განცხადებით, საუბარი საბერძნეთის მომავალზე ნაადრევია, მანამდე ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროკომისიის და ევროპის ცენტრალური ბანკების ანგარიში არ გამოქვეყნდება საბერძნეთის ეკონომიკის თაობაზე.