ინგლისის ქალაქ საუთჰემპტონის პორტიდან გასული კრუიზის ლაინერი ლეგენდარული გემი ტიტანიკის მიერ 100 წლის წინ გავლილ მარშრუტს გაიმეორებს. ლაინერის მგზავრების უმრავლესობა ტიტანიკზე დაღუპული ადამიანების ნათესავები არიან.
ტიტანიკი საუთჰემპტონიდან ნიუ იორკში მიდიოდა. ატლანტის ოკეანეში ის აისბერგს დაეჯახა და 1912 წლის 15 აპრილს გამთენიისას ჩაიძირა.
ბრიტანული ლაინერი იმ ადგილზე გაჩერდება, სადაც ტიტანიკი ჩაიძირა და დაღუპული 1500-ზე მეტი ადამიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს. მგზავრების ერთი ნაწილი 1912 წლისთვის დამახასიათებელ ტანისამოსშია გამოწყობილი.