ვიცეპრემიერის განცხადებით, თურქეთში არასანქცირებული მიტინგები აიკრძალება
თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დათანხმდა ანტი-სამთავრობო აქციების მონაწილეებთან შეხვედრას მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ აციებთან დაკავშირებით მოთმინება ეწურება.
ვიცე პრემიერ ბულენტ არინკის განცხადებით, შეხვედრა ოთხშაბათს შედგება. ორშაბათს არინკმა ასევე გააფრთხილა მოსახლეოაბა, რომ ამიერიდან თურქეთში არასანქცირებული მიტინგები აიკრძალება.
მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათს პოლიციამ კვლავ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი მიტინგის დასაშლელად, დემონსტრანტები უკან მაინც არ იხევენ და უწყვეტ აქციებს უკვე მე-12 დღეა აგრძელებენ.