თურქეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერი პრემიერ ერდოღანს დაპირისპირების ესკალაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ქვეყანაში 11 დღის მანძილზე მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო აქციებს სამი ადამიანი შეეწირა და ათასობით დაშავდა.
გაზეთ „ჰურიეთში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ქამალ ქლიჩდაროღლუ რესპუბლიკელთა სახალხო პარტიის ლიდერი, აცხადებს, რომ ქვეყანა მოწმე ხდება ისეთი „პრემიერ-მინისტრის, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას დაძაბულობის შექმნის ხარჯზე ცდილობს“. ამასობაში პრემიერი ერდოღანი მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე მიმდინარე პროტესტს განიხილავს, რაც მისი 10-წლიანი მმართველობის პირველ სერიოზულ გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს.
დემონსტრანტებმა აქციის შეწყვეტაზე დღესაც უარი თქვეს. პრემიერმა ერდოღანმა საკუთარ მხარდამჭერებთან ანკარაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მის მოთმინებასაც საზღვარი აქვს და თუკი მომიტინგეები არ დაიშლებიან, მთავრობა იძულებული გახდება „მათთვის გასაგებ ენაზე ილაპარაკოს“, რის გამოც მონაწილეებს შესაბამისი „საფასურის გადახდა“ მოუწევთ.