ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი მოთმინებას კარგავს


თურქეთის პრემიერი იმუქრება, რომ აქციების გაგრძელების შემთხვევაში მომიტინგეებს "საფასურის გადახდა" მოუწევთ

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ათასობით მხარდამჭერს უცხადებს, რომ ანტისამთავრობო გამოსვლების გამო, რომელიც უკვე მეათე დღეა გრძელდება, მისი მოთმინება იწურება. კვირას ერდოღანი რამოდენიმეჯერ გამოვიდა სიტყვით და დემონსტრანტებს აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში მომიტინგეებს "საფასურის გადახდა" მოუწევთ. პრემიერი კი იძულებული გახდება "მათთვის გასაგებ ენაზე ილაპარაკოს".

ერდოღანმა საკუთარ მხარდამჭერებს სთხოვა ძალადობას მოერიდონ და ოპონენტებთან საბრძოლველად შემდეგი წლის მარტში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს დაელოდონ, როცა მათ მიეცემათ შესაძლებლობა ოპოზიციას "გაკვეთილი ჩაუტარონ". პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ანკარაში და სტამბოლში კვირას ისევ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
XS
SM
MD
LG