ნიუ-იორკში, ბრონქსის ზოოპარკში ვეფხვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს პირველი აღრიცხული შემთხვევაა, როცა ვირუსი ადამიანიდან გარეულ ცხოველს გადაეცა და მას დაავადება განუვითარდა.
4 წლის ნადიას კოვიდ-19-ზე ტესტი მას შემდეგ გაუკეთეს, რაც მას მშრალი ხველა დაეწყო. მოგვიანებით ზოოპარკში მობინადრე კიდევ სამ ვეფხვს და სამ ლომს იგივე სიმპტომები განუვითარდათ. ზოოპარკის ვეტერინარი ამბობს, რომ ცხოველები გამოჯანმრთელდებიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ვირუსი, რომელიც კოვიდ-19-ს იწვევს, სავარაუდოდ, ცხოველიდან გავრცელდა ადამიანზე. ადამიანის მიერ ცხოველითვის ვირუსის გადაცემა იშვიათად ხდება.
ნადიას ინფიცირება უნიკალური შემთხვევაა იმის გამო, რომ მას ვირუსი ზოოპარკის თანამშრომლისგან გადაედო, რომელსაც კოვიდ-19 ჰქონდა, მაგრამ სიმპტომები არ აღენიშნებოდა.