ინდონეზიის კუნძულებს ჯავასა და ბალის კიდევ ერთი მიწისძვრა დაატყდა თავს. მიწისძვრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, სამივე კუნძულ ჯავაზე, სადაც ბიძგები დილის 6 საათზე დაფიქსირდა და რამდენიმე სახლი ჩამოინგრა.
ბალი წელს "საერთაშორისო სავალუტო ფონდისა" და "მსოფლიო ბანკის" ყოველწლიურ შეხვედრას მასპინძლობს. ათასობით ვიზიტორი მიწისძვრისას სასტომროებიდან ქუჩებში გამოიქცა და ცდილობდნენ, შენობებში არ დარჩენილიყვნენ.
კუნძულ ბალიზე ინფრასტრუქტურის დაზიანების ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. არც ცუნამის საფრთხის შესახებ ყოფილა გაფრთხილება. გასულ თვეში მომხდარ მიწისძვრას ქვეყანაში 2000 ადამიანი ემსხვერპლა.