ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდონეზიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 430-ს გადააჭარბა


ინდონეზიაში გასულ კვირას მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დაღუპულთა რიცხვმა 430-ს გადააჭარბა.

კუნძულ ლომბოკზე მომხდარი მიწისძვრის შემდეგ მსხვერპლთა რიცხვი ყოველდღე იზრდება. მაშველებმა იმ სოფლებამდეც მიაღწიეს, რომლებიც მანამდე გარემოს იყო მოწყვეტილი.

ბუნებრივი კატასტროფით გამოწვეულმა ეკონომიკურმა ზარალმა 342 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. კატასტროფების სააგენტოს ხელმძღვანელმა დღეს განაცხადა, რომ გზების დაზიანებამ სოფლებისთვის დახმარების მიწოდება მნიშვნელოვნად შეაფერხა.

რიხტერის შკალით 6.9 ბალი სიმძლავრის მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრიც კუნძულ ლომბოკის ჩრდილოეთით მდებარეობდა, 5 აგვისტოს მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 350 000 ადამიანმა საცხოვრებელი დაკარგა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG