აშშ-ის დედაქალაქში დღეს მასშტაბური აქცია იგეგმება. „ვერ ვსუნთქავ“ - ამ სახელწოდებით და მოწოდებით, რომ „შავი ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ საპროტესტო აქციები ამერიკის შეერთებული შტატების თითქმის ყველა დიდ ქალაქში, ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს.
ასევე ნახეთ: აშშ-ის პარკების პოლიცია ჟურნალისტებზე თავდასხმას გამოიძიებსკოლუმბიის ოლქის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ დღეს დაგეგმილი აქცია, შესაძლოა ბოლო დღეებში გამართულ აქციებზე გაცილებით მრავალრიცხოვანი იყოს. ამიტომ, პოლიციის დეპრატმანეტის ინფორმაციით, თეთრის სახლისა და ეროვნული მოლის მიმდებარე ქუჩებნზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება.
მოსალოდენილი მრავალრიცხოვანი აქციისთვის ემზადება საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. როგორც ცნობილია, ამისთვის საგანგებოდ ემზადება მეტრო, რომელიც მატარებლების შემადგენლობის გაზრდას გეგმავს. პარასკევს, მეტროს თანამშრომლებისთვის მიწერილ წერილში, ოპერირების ოფიცერი წერს, რომ შაბათ-კვირას, მგზავრდა განსაკუთრებულად მაღალ რაოდენობას უნდა ელოდნენ. ბოლო თვეების განმავლობაში, მეტრო პანდემიის გამო შეზღუდვებით მუშაობდა.
ასევე ნახეთ: საპროტესტო აქციებს ამერიკაში შესაძლოა კოვიდ-19-ის მორიგი მოზღვავება მოჰყვეს
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში, საპროტესტო აქციები უმეტეს წილას მშვიდობიანი ხასიათის იყო.
ასევე ნახეთ: ფლოიდის საქმეში ბრალი დანარჩენ სამ პოლიციელსაც წაუყენესორ კვირაზე მეტია, ამერიკის შეერთებული შტატების თითქმის ყველა დიდ ქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. მიზეზი პოლიციის მიერ, დაკავებული აფროამერიკელის მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული სისასტიკე გახდა, რომლის შემდეგაც ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.