აშშ-ის პარკების პოლიციამ განაცხადა, რომ ორ ოფიცერს უხელფასო შვებულებაში გაუშვებს მას შემდეგ, რაც გამოვლინდა, რომ სავარაუდოდ ისინი დაესხნენ თავს ავსტრალიელ ჟურნალისტებს საპროტესტო დემონსტრაციების გაშუქებისას.
ეს გადაწყვეტილება ოთხშაბათს გახდა ცნობილი, იმ დღეს, როცა ამერიკის სამოქალაქო უფლებების კავშირმა გამოაცხადა, რომ სარჩელი წარადგინა მინეაპოლისში, დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებთან არასათანადო მოპყრობის გამო.
აღსანიშნავია, რომ მინეაპოლისში, პოლიციის მიერ დაკავებული ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით გამოწვეული დემონსტრაციების გაშუქებისას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, დააკავეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.
აშშ-ის პრესის თავისუფლების კვლევის ჯგუფმა 280 ინციდენტი შეისწავლა. აქედან 20 ვაშინგტონშია დააფიქსირებული.
Facebook Forum