ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ კონსერვატიული პარტიის ლიდერი ბორის ჯონსონი გააკრიტიკა, რომელიც მეის შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთი წამყვანი კანდიდატია.
გაზეთ “დეილი მეილთან” ინტერვიუში ტერეზა მეიმ ჯონსონის სახელის ხსენების გარეშე თქვა, რომ პრემიერ-მინისტრობა არა ძალაუფლების ქონას, არამედ საჯარო სამსახურს უკავშირდება. “ის ადამიანები, რომლებიც ამ თანამდებობას ძალაუფლებისთვის ხედავენ უფრო საკუთარ თავზე ფიქრობენ, ვიდრე ხალხისთვის სამსახურში ყოფნაზე,” თქვა მეიმ.
მეი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოზიციიდან მას შემდეგ გადადგა, რაც პარლამენტმა რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის (ბრექსიტის) გეგმა ვერ დაამტკიცა. პარტიის ლიდერობისა და პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის ამჟამად პარტიიდან ბორის ჯონსონი და საგარეო საქმეთა მდივანი ჯერემი ჰანტი იბრძვიან. მათ შორის გამარჯვებული გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი 23 ივლისს გახდება.