ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერეზა მეი პარტიის თავმჯდომარეობას ტოვებს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა კონსერვატიული პარტიის თავმჯომარის თანამდებობას ტოვებს. თუმცა მანამდე დარჩება ამ პოსტზე, ვიდრე ამ თანამდებობაზე ვინმე ახალი დაინიშნება. სავარაუდოდ, ეს ივლისის ბოლოსთვის მოხდება.

ახალ ლიდერს, რომელიც პრემიერი გახდება, 5 თვეზე ნაკლები ექნება იმისთვის, რომ გადაწყვიტოს გააგრძელებს მეის გეგმას "ბრექსიტთან" დაკავშირებით, თუ გადაწყვეტს, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი ყველანაირი შეთანხმების გარეშე დატოვოს.

ტერეზა მეიმ თანამდებობა 2016 წელს დაიკავა და თავისი 3 წლიანი კარიერა მთლიანად ბრექსიტის გეგმაზე მუშაობას დაახარჯა, თუმცა 3 მცდელობის მიუხედავად ვერ დაარწმუნა პარლამენტი თავისი გეგმის უპირატესობაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG