ნატოს ბუქარესტის საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ალიანსის გენერალურ მდივანს შეხვდა. ბლინკენმა და სტოლტენბერგმა გამოწვევების შესახებ ისაუბრეს და თქვეს, რომ დღეს ნატო გაცილებით ძლიერია ვიდრე ოდესმე.
როგორც შეხვედრაზე ასევე ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მთავარი საკითხი უკრაინაში რუსეთის ომია. ალიანსის წევრი სახელმწიფოები მზად არიან გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა და გააგრძელონ ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერება.
ასევე ნახეთ: საქართველოს მხარდაჭერას გამოვუცხადებთ, - სტოლტენბერგი„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენ მხარდაჭერას იმ სამუშაოების მიმართ, რომელსაც ალიანსის გასაძლიერებლად ვწევთ,“- თქვა ენტონი ბლინკენმა იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დროს და დაამატა, რომ უკრაინა წინ მიიწევს.
შეერთებული შტატები უკრაინის მთავარი მხარდამჭერია, კიევმა ვაშინგტონისგან ომის განმავლობაში მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარება მიიღო. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით ბაიდენის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამერიკიდან უკრაინაში 19.3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაიგზავნა.
Your browser doesn’t support HTML5
ბუქარესტში მინისტერიალის ფარგლებში ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა თქვა, რომ მსოფლიოში არ იქნება ხანგრძლივი მშვიდობა თუ რუსეთი გაიმარჯვებს.
ასევე ნახეთ: ნატო და ამერიკა უკრაინას დამატებით დახმარებას პირდება„არ შეიძლება იყოს ხანგრძლივი მშვიდობა, თუ ჩაგვრა და ავტოკრატია ჯაბნის თავისუფლებასა და დემოკრატიას. არ შეიძლება იყოს ხანგრძლივი მშვიდობა თუ აგრესორი გაიმარჯვებს,“- თქვა იენს სტოლტენბერგმა.
ბუქარესტში მიმდინარე სამიტი ორდღიანია. სამიტში მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც იღებს. სამიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორისაც. სტოლტენბერგი ამბობს, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება, თუმცა ამ ეტაპზე ალიანსის პრიორიტეტი ომის დროს უკრაინის მხარდაჭერაა.