შვედეთმა საქართველოსთან პირადპირი თანამშრომლობა შეაჩერა

შვედეთსა და საქართველოს შორის ყველა სახის თანამშრომლობა შეჩერდა, იფნორმაციას ამის შესახებ "Sweden Herald", შვედეთის განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. ბენჟამინ დუსას განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოში ჩატარებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებია, რომლის დროსაც დარღვევები დაფიქსირდა.

„საქართველოს განვითარებული [მოვლენები], გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ძალიან საგანგაშო იყო. შაბათ-კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევები ამას აძლიერებს“, - ამბობს დუსა საინფორმაციო სააგენტო TT-თვის გაგხავნილ წერილობის კომენტარში და განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის ნაბიჯი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს.

ასევე ნახეთ: მილერი: ამერიკის მორიგი ნაბიჯები მთლიანად საქართველოს ქმედებაზე იქნება დამოკიდებული

„მცდელობა ხელი შეუშალოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას თავისი დემოკრატიული როლის შესრულებაში, სხვა საკითხებთან ერთად, შემზღუდავი კანონმდებლობით, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. აქედან გამომდინარე, მთავრობა აჩერებს უშუალოდ შვედურ-ქართული ხელისუფლების თანამშრომლობას, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, მათ შორის საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან“, - ამბობს დუსა და განმარტავს, რომ შვედეთის მთავრობა 25 მილიონ კრონს გამოყოფს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად და დასახმარებლად.

შვედეთის განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი აქვე განმარტავს, რომ საქართველოსა და შვედეთს შორის თანამშრომლობა, შესაძლოა განახლდეს მომავალში, თუ საქართველო კვლავ დაუახლოვდება ევროკავშირს. შვედეთის დახმარება საქართველოსთვის, წელიწადში, დაახლოებით, 200 მილიონ კრონს აღწევს.