ქარიშხალმა ჰარვიმ ლუიზიანაში გადაინაცვლა

ჰიუსტონი, ტეხასის შტატი

მას შემდეგ, რაც ქარიშხალმა ჰარვიმ ტეხასის შტატს გადაუარა, ძლიერი წვიმებია მეზობელ ლუიზიანის შტატში. სინოპტიკოსები 10-დან 20 სანტიმეტრამდე ნალექს ელიან. წვიმები და შტორმებია მოსალოდნელი არკანზასის, მისისიპის, ტენესის და კენტუკის შტატებში.

ქარიშხლის ეროვნული ცენტრი იტყობინება, რომ ქალაქ ჰიუსტონში მეტ ნალექს არ ელიან, თუმცა ჯერ ისევ “კატასტროფული და სიცოცხლისთვის საშიშია” წყალდიდობის სტატუსი ქალაქ ბომონში.

ბომონის მთავრობის ცნობით, წყალდიდობამ ქალაქში წყლის სისტემა დააზიანა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება უამინდობის გამო ვერ ხერხდება.

ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, ქარიშხალ ჰარვის შედეგად ტეხასში 30 ადამიანი დაიღუპა. განადგურებულია 1 000 და დაზიანებულია 50 000 საცხოვრებელი სახლი.