ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტეხასში წვიმის წყლის კიდევ უფრო მეტ აკუმულირებას ელიან


ხშირი წვიმა დღესაც გრძელდება წყალდიდობებით უკიდურესად დაზარალებული ტეხასის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ წვიმის წყლის აკუმულირება 25-დან 50 სანტიმეტრამდე მოხდება. საუბარია დამატებით რაოდენობაზე, რომელიც ისედაც ძალიან მაღალია და ზოგან 90 სანტიმეტრს აღწევს.

ტროპუკულმა ქარიშხალი სახელად ჰარვი, შტატს, განსაკუთრებით კი ამერიკის სიდიდით მეოთხე ქალაქ ჰიუსტონს, კატასტროფული ზიანი მიაყენა. ქარიშხალი მექსიკის ყურეში წრიულად მოძრაობს და სინოპტიკოსები ოთხშაბათს, ჰიუსტონის მიდამოებში მას ისევ ელიან.

მაშველებმა 3 ათასზე მეტი ადამიანის ხსნა შეძლეს. ტეხასის გუბერნატორის გრეგ აბოტის თქმით, დროებით თავშესაფარში 8 ათასამდე ადამიანი იმყოფება. დაღუპულთა რაოდენობა ჯერჯერობით ზუსტდება. ამ ეტაპზე ჰარვის მსხვერპლთა შორის, 3 ადამიანის ვინაობაა დაზუსტებული.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად, ტეხასში უკვე გაემგზავრა. ისინი ქალაქებს ოსტინს და კორპუს-კრისტის მოინახულებენ, სადაც პრეზიდენტი შექმნილი მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, უშუალოდ ადგილობრივი და შტატის ლიდერებისგან გაეცნობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG