ტერორიზმი და ბირთვული უსაფრთხოება

პრეზიდენტი ობამა დღის ბოლოს ბირთვული უსაფრთხოების სამიტს კიდევ ერთხელ მიმართავს. შეერთებული შტატების ლიდერმა გუშინ განაცხადა, რომ ტერორიზმი და ბირთვული უსაფრთხოება გადაუდებელი პრობლემებია. ობამას ბოლო, ფინალური სამიტი საერთაშორისო თანამეგობრობაში ამ თემასთან დაკავშირებით გაზრდილ შეშფოთებას ემთხვევა. არსებობს იმის ალბათობა, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნე ამჯერად ბირთვული მასალები გახდეს.

50 ქვეყნის ლიდერებს შორის, რომლებიც სამიტს ესწრებიან და გუშინ თეთრ სახლში სადილზე იყვნენ მიწვეული, იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც არიან, რომელთაც ტერორიზმი ბოლო ერთი წლის განმავლობაში უშუალოდ შეეხო. სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მათ მიმართ გაკეთებულ მიმართვაში თქვა, რომ იყო დრო, როცა პროგრესი ბირთვული უსაფრთხოების მხრივ საკმაოდ შენელდა. შესაბამისად, დღეს „გასაკეთებელი არანორმალურად მეტია. მაგრამ ჩვენს მიერ ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი ამავე დროს არის საფრთხისგან თითო ნაბიჯით მოშორება“ - განაცხადა შეერთებული შტატების საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.