ჩოგბურთის გრანდმა, ბილი ჯინ კინგმა უიმბლდონის ტურნირის მესვეურებს დაჟინებით მოუწოდა, რუსი და ბელარუსი სპორტსმენების აკძალვა გააუქმოს და თქვა: „სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა.“
გასულ წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ორივე ქვეყნის სპორტსმენებს „დიდი სლემის“ შეჯიბრში მონაწილეობა აეკრძალათ და შედეგად ტურნირს რეიტინგის ქულები მოაკლდა.
ასევე ნახეთ: ამერიკის „ღია პირველობისთვის“ ბრძოლას რუსი და ბელარუსი სპორტსმენები შეძლებენინგლისური კლუბი განიხილავს საკითხს, წელსაც იგივე თუ გააკეთოს, მაგრამ კინგმა მათ მოუწოდა აკრძალვა გააუქმონ. მან ავსტრალიის ღია ტურნირზე ჟურნალისტებს უთხრა: „მოდი [ ისინი] ისევე დავტოვოთ, როგორც სხვები. სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა.“