შემოდგომის პირველ თვეს საქართველოში კოვიდინფიცირებთა რიცხვი დრამატურად გაიზარდა, 22 სექტემბრის მონაცემებით, მატებამ სარეკორდო 218 დადასტურებული შემთხვევა შეადგინა. სამი ინფიცირებული გარდაიცვალა.
შედარებისთვის, თუ 2 სექტემბერს, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1548 შემთხვევა იყო დადასტურებული, ბოლო ოც დღეში, ეს მაჩვენებელი 2365-ით გაიზარდა და ახლა უკვე 3913 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.
აქედან - 1574 გამოჯანმრთელდა, 836 სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა, 653 კოვიდ სასტუმროებში იმყოფება, 23 გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში 5255 საქართველოს მოქალაქეა.
ინფიცირებულთა სწრაფი ზრდის შემთხვევაში ყველაზე დიდი პრობლემა მაინც საწოლების მობილიზებაა, რადგან ექიმების საკმარისი რაოდენობაა ქვეყანაში. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ თავისუფლად შეუძლიათ 3000 და თუ დასჭირდა უფრო მეტი საწოლის მობილიზება, მიმაჩნია, რომ ინფიცირებულთა მატება ამ ეტაპზე არ არის საგანგაშო და საპანიკოთენგიზ ცერცვაძე, ინფექციური პათოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი
ეპიდემიის „წითელი ზონა“ სექტემბერში ჯერ აჭარა გახდა, სადაც 1-22 რიცხვის ჩათვლით, კოვიდინფიცირებთა რაოდენობამ ჯამში 1480 შეადგინა.
დღეს კი "წითელ ზონაში" უკვე მთელი საქართველოა, ქვეყანამ ელვისებურად დაკარგა ჯერ „მწვანე“, შემდეგ კი „ყვითელი“ ქვეყნის სტატუსი და ახლა საგანგაშო ზონაშია.
ევროკომისიის ახალი სტანდარტით, თუკი ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე 14 დღეში ჯამურად 150-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ევროზონის ქვეყანა „წითლად“ მიიჩნევა. თუმცა, ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობამ მოულოდნელად კოვიდინციდენტობის დათვლის მეთოდოლოგია შეცვალა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, რომელიც 12 დღის უკან ამბობდა, რომ საქართველომ „ყვითელ ზონაში“ გადაინაცვლა, დღეს ამტკიცებს, რომ ისევ „მწვანე ზონაში“ ვართ.
„დღეში, საშუალოდ, გაქვს 188 შემთხვევა ეს არის "მწვანე ზონა". როცა შემთხვევები ორმაგდება, გადავდივართ „ყვითელ ზონაში“, ამის შემდეგ, „ნარინჯისფერ ზონაში“ და როცა შემთხვევების ოდენობა გადაცდება დღეში 700-ს, უკვე შემდეგ ვხდებით "წითელი ზონაში“ - განაცხადა გაბუნიამ.
ბოლო ორ დღეში, ქუთაისისა და ბათუმის კლინიკებში ოთხი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, მათგან ერთი ოკუპირებული სოხუმიდან იყო გადმოყვანილი. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში ამჟამად 16 კრიტიკული კოვიდინფიცირებული პაციენტია.
ინფექციური პათოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოს შეუძლია პანდემიის მეორე ტალღას გაუმკლავდეს:
„ინფიცირებულთა სწრაფი ზრდის შემთხვევაში ყველაზე დიდი პრობლემა მაინც საწოლების მობილიზებაა, რადგან ექიმების საკმარისი რაოდენობაა ქვეყანაში. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ თავისუფლად შეუძლიათ 3000 და თუ დასჭირდა უფრო მეტი საწოლის მობილიზება, მიმაჩნია, რომ ინფიცირებულთა მატება ამ ეტაპზე არ არის საგანგაშო და საპანიკო, ეს კონტროლირებადია“ - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
კოვიდ-19-ით გარდაცვლილები საქართველოში (აპრილი - სექტემბერი 2020)
04 აპრილი - 79 წლის ქალი, თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
05 აპრილი - 81 წლის ქალი, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკა
07 აპრილი - 86 წლის ქალი, თბილისის ინფექციური საავადმყოფო
18 აპრილი - 70 წლის ქალი, ბათუმის კლინიკა მედალფა
22 აპრილი - 68 წლის კაცი, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკა
26 აპრილი - 83 წლის კაცი, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკა
01 მაისი - 83 წლის კაცი, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკა
02 მაისი - 72 წლის ქალი, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკა
03 მაისი - 58 წლის ქალი, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკა
08 მაისი - 45 წლის ქალი, გორის სამხედრო ჰოსპიტალი
11 მაისი - 81 წლის კაცი, ბათუმის კლინიკა მედალფა
14 მაისი - 81 წლის ქალი, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკა
03 ივნისი - 76 წლის კაცი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო
14 ივნისი - 66 წლის კაცი, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკა
28 ივნისი - 82 წლის კაცი, მცხეთის სამედიცინო ცენტრი
21 ივლისი - 72 წლის კაცი, მცხეთის სამედიცინო ცენტრი
29 ივლისი - 79 წლის ქალი, მცხეთის სამედიცინო ცენტრი
24 აგვისტო - 87 წლის ქალი, მცხეთის სამედიცინო ცენტრი
25 აგვისტო - 65 წლის ქალი, საკუთარ ბინაზე
21 სექტემბერი - 60 წლის ქალი, ქუთაისის კლინიკა ბომონდი
22 სექტემბერი - 80 წლის ქალი, ქუთაისის კლინიკა ბომონდი
22 სექტემბერი - 77 წლის ქალი, ქუთაისის კლინიკა ბომონდი
22 სექტემბერი - 67 წლის კაცი, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო