ჰამიდ კარზაის განცხადებით, მოლაპარაკებები უმაღლესი სამშვიდობო საბჭოს ეგიდით უნდა წარმოებდეს
Your browser doesn’t support HTML5
როგორც, პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ქვეყნის ლიდერებს განუცხადა, თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, თუმცა მხოლოდ სამთავრობო ფორმატში. მან ეს კომენტარი იმ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის სხვადასხვა ეთნიკური ტომების ლიდერები თალიბანთან ცალცალკე მართავენ მოლაპარაკებებს.
კარზაის განცხადებით, მოლაპარაკებები მხოლოდ უმაღლესი სამშვიდობო საბჭოს ეგიდით უნდა წარმოებდეს. ეს არის ის ჯგუფი რომელიც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს აერთიანებს.
ჰამიდ კარზაიმ აღნიშნული საბჭო 2010 წელს შექმნა. ამით ის შეეცადა რომ თალიბანის მებრძოლებს იარაღი დაეყარათ და მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ.
დეკემბერში საფრანგეთმა უმასპინძლა შეხვედრას, სადაც თალიბანის, უმაღლესი სამშვიდობო საბჭოს და ანტითალიბანური ალიანსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
თუმცა, გუშინ ჰამიდ კარზაიმ გამოთქვა შეშფოთება, რომ მოლაპარაკების პროცესზე კონტროლის დამყარებას საგარეო ძალები ცდილობენ. ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში ავღანეთის და პაკისტანის პროგრამების დირექტორი ენდრიუ ვაილდერი ამბობს, რომ კარზაის ძირითადი აქცენტი რეგიონის ქვეყნებზე და ამერიკაზე ქონდა გადატანილი. ვაილდერი აცხადებს, რომ ეს არარეალური ამოცანაა.
„სამშვიდობო პროცესი ამ სახით არ მუშაობს. ეს საქმეს აფუჭებს, როდესაც ერთი მხარ მთელ პროცესს აკონტროლებს, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც ისინი საბრძოლო მოქმედებებში არიან ჩართული,“ - განაცხადა ვაილდერმა.
თალიბანმა კარზაის მთავრობასთან პირდაპირ კავშირზე უარი თქვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კარზაის ხელისუფლება ამერიკული პროტექციის ქვეშ მოქმედებს და პოლიტიკურ პროცესზე პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება.
ქაბულში მოქმედი ანალიტიკოსი ომარ შარიფი კი ამბობს, რომ თალიბანი კარზაის ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს.
პაკისტანის პრეზიდენტმა ალი ზარდარიმ ორშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რეგიონში საშვიდობო პროცესის ხელშეწყობისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.