ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანელ ლტოლვილთა გასაჭირი


ადამიანის უფლებადამცავი ორგანიზაციის, საერთაშორისო ამნისტიის განცხადებით, სასტიკი ყინვების გამო ავღანელ ლტოლვილთა ბანაკში 17 ადამიანი დაიღუპა.
შარშან ზამთარში ავღანელ ლტოლვილთა ბანაკებში ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების უქონლობის გამო 100 ადამიანი გარდაიცვალა. საერთაშორისო ამნისტიის განცხადების თანახმად, დაღუპულთა უმრავლესობა მცირეწლოვანი ბავშვები არიან.
ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. მისი თქმით, ცივი ზამთრის გადატანა განსაკუთრებით ბავშვებს და მოხუცებს უჭირთ.
ავღანეთის ლტოლვილთა ბანაკებში ასი ათასობით ადამიანი ცხოვრობს. საერთაშორისო ამნისტიამ ამ ქვეყნის მთავრობას და უცხოელ დონორებს მოუწოდა ადეკვატური დახმარება აღმოუჩინონ გაჭირვებულ ადამიანებს.
XS
SM
MD
LG