ავღანეთში თალიბანი კიდევ უფრო დაწინაურდა. ქვეყნიდან შეერთებული შტატების და ნატოს მოკავშირეთა სამხედრო ძალების გასვლის პარალელურად, თალიბებმა კიდევ ერთი პროვინციული დედაქალაქი, ფაიზაბადი დაიკავეს.
ასევე ნახეთ: აშშ-ის საჰაერო დარტყმები ავღანეთის მხარდასაჭერადეს ბოლო 6 დღის მანძილზე, რიგით მე-8 პროვინციული დედაქალაქია, რომელსაც ავღანეთის მთავრობის უსაფრთხოების ძალები ვეღარ აკონტროლებენ. მათ ფაიზაბადისთვის მიმდინარე ხანგრძლივ ბრძოლაში დამარცხება განიცადეს და მეზობელ პროვინციაში დაიხიეს უკან. ინფორმაცია "როიტერს" ქალაქის საბჭოს წევრმა მიაწოდა.
ფაიზაბადი ავღანეთის ჩრდილოეთში ყველაზე დიდი ქალაქია. ის ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პროვინცია ბადახშანის დედაქალაქს წარმოადგენს. ბადახშანი ქაბულისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროვინციაა, ის ტაჯიკეთს, პაკისტანს და ჩინეთს ესაზღვრება.
თალიბები ახლა ავღანეთის, დაახლოებით, 65 პროცენტს აკონტროლებენ. ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მათ ჯამში 11 პროვინციული დედაქალაქი დაიკავეს.
ასევე ნახეთ: თალიბანის გამარჯვების შემთხვევაში ავღანეთი მსოფლიოსგან გარიყული იქნება - ზალმაი ხალილზადი