ავღანეთში პოლიციაზე თავდასხმა მოხდა

ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ინფორმაციით, ფარას პროვინციაში თალიბანმა იერიში მიიტანა პოლიცის მანქანების კოლონაზე. თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 20 პოლიციელი.

საინფორმაციო სააგენტოს „ასოშეიტედ პრეს“ ინფორმაციით, კოლონა ერთ-ერთი რეგიონული ცენტრის მიმართულებით გადაადგილდებოდა, როცა მასზე თავდასხმა მოხდა. სამართალდამცავები ლაშ ვა ჯუაინში მოსახლეობისთვის პოლიციის ახალი უფროსის წარსადგენად მიდიოდნენ.

პოლიცის უფროსი თავდასხმის დროს დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.