ტაივანის ლიდერი ჩინეთს ცვლილებებისკენ მოუწოდებს

ტაივანის პრეზიდენტი ჩინეთს მრავალწლიანი დაძაბულობის დასრულებისკენ მოუწოდებს.

დღეს ტაიპეში ცაი ინ-ვენმა განაცხადა, რომ ჩინეთის ბოლო პარტიის ყრილობა მხარეებს საშუალებას აძლევს აქამდე არსებული დაძაბულობა სამუდამოდ დაძლიონ.

ჩინეთი და ტაივანი 1949 წელს გაიყვნენ, პეკინი ტაივანს მოღალატედ მიიჩნევს და ტერიტორიების ძალისმიერი მეთოდებით დაბრუნების სჯერა.

ჩინეთმა ტაივანთან ოფიციალური კავშირები მას შემდეგ გაწყვიტა, რაც პრეზიდენტ ცაის დემოკრატიულ-პროგრესულმა პარტიამ “ერთი ჩინეთის” პრინციპის აღიარებაზე უარი თქვა.

გასულ კვირას კომუნისტური პარტიის ყრილობაზე ჩინეთის პრეზიდენტმა ქე ციანმა პირობა დადო, რომ ტაივანის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების ნებისმიერ მცდელობას ჩაახშობს.