საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორენ ფაბიუსი აცხადებს, რომ სირიის მეგობრების შეხვედრაზე არა აბსტრაქტული თემები, არამედ კონკრეტული ამოცანები იქნება დასახული. შეხვედრის მიზანია სირიელ ხალხს პრაქტიკული დახმარება გაეწიოს.
პარასკევს 100 ქვეყნის 100 წევრი პარიზში შეიკრიბება. ბატონი ფაბიუსის განცხადებით, სირიას სასწრაფოდ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლა ესაჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ბარბაროსულმა პოლიტიკამ შესაძლოა სირია სამოქალაქო ომში ჩაითრიოს და ძალადობა მეზობელ ქვეყნებზეც გავრცელდეს.
საფრანგეთის საგარეო საქემთა მინისტრის განცხადებით, დელეგატები სირიაში გაეროს დამკვირვებელთა მისიის გაფრთოებაზეც იმსჯელებენ, გაგრძელდება მოლაპარაკებები ოპოზიციასთან და განხილული იქნება სირიელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხებიც.