სირიაში მოქმედი სადამკვირვებლო მისია შესაძლოა დაიხუროს
გაეროს მაღალჩინოსანი დიპლომატები აცხადებენ,რომ სირიაში ძალადობის ესკალაცია მათ აიძულებთ სადამკვირვებლო მისიის დასრულებაზე იფიქრონ. ამასთან დაკავშირებით, გაეროში და კონტრიბუტორ ქვეყნებში არსებულ განსხვავებულ მოსაზრებებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მაიკლ ლიპინი არკვევდა.
სირიაში გაეროს სამასამდე დამკვირვებელს სამოქმედო მანდატი 20 ივლისამდე აქვთ. თუმცა ბოლო დროს, სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის ბრძოლების განახლებამ შესაძლოა მათი მისია ვადაზე ადრე დაასრულოს. გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში 90 დღიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა აპრილში გადაწყვიტა. თუმცა, მისიის ორგანიზატორი ქვეყნების ნაწილი ღონისძიების გაუქმებაზე ფიქრობს.
კამერონ როსი კანადელი გენერალია, რომელიც 1998-2000 წლებში გაეროს სადამკვირვებლო მისიას გოლანის მაღლობებზე ხელმძღვანელობდა. ის ამბობს, რომ სირიაში მოქმედ მისიაში მონაწილე ქვეყნებს ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით შეუძლია გადაწყვეტილების შეცვლა.
„ადგილზე ვითარება იცვლება და კონტრიბუტორი ქვეყნებიც აცხადებენ, რომ მათ ჯარისკაცებს საფრთხე ემუქრებათ. ან შესაძლოა თავად მათ ქვეყანაში იყოს რაიმე პრობლემა. მაგალითად, შესაძლოა ამომრჩევლები არ უჭერდნენ მხარს ამ გადაწყვეტილებას. ასეთი სახის მისიებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია,“ - აცხადებს გენერალი როსი.
შვეიცარიას სადამკვირვებლო მისიაში ორი ჯარისკაცი ჰყავს მივლენილი. შვეიცარიის მთავრობა, სირიაში ვითარების გართულების შესაბამისად, მისიაში ყოფნის მიზანშეწონილობას განიხილავს.
მისიაში სამი ჩეხი დამკვირვებელიც არის. ჩეხეთის მთავრობა აცხადებს, რომ მათი მისიაში ყოფნა დამოკიდებული იქნება კონტრიბუტორ ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგებზე. მისიის მონაწილე სხვა ქვეყნები აცხადებენ, რომ მათი მონაწილეობა გაეროს ხელმძღვანელობის, მათ შორის მისიის ნორვეგიელი შეფის რობერტ მუდის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
ტიმურ გოქსელი სამხრეთ ლიბანში გაეროს სადამკვირვებლო მისიის ყოფილი პრესპიკერია.
„მისიას ჰყავს სამხედრო ხელმძღვანელი, გამოცდილი და სანდო ადამიანი. ბევრი ქვეყანა ამით კმაყოფილია. ისინი აკვირდებიან ვითარებას, თუმცა არ ერევიან გაეროს საქმეში,“ - ამბობს გოქსელი.
როგორც ხორვატიის მთავრობამ „ამერიკის ხმას“ განუცხადა, მათი ორი დამკვირვებლის მისიაში ყოფნა-არ ყოფნა გაეროს სადამაკვირვებლო მისიის დოკუმენტის თანახმად გადაწყდება.
როსი ამბობს, რომ სწორედ ამ დოკუმენტით განისაზღვრება ამა თუ იმ ქვეყნიდან დამკვირვებელთა ევაკუაციის საკითხი. ჯოშუა ლანდისი ოკლაჰომას უნივერსიტეტში ახლო აღმოსავლეთის საკითხების მკვლევარია. მისი თქმით, დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანას შეერთებული შტატების ჩათვლით სირიიდან დამკვირვებელთა მისიის გაყვანა სურს, რადგანაც ამ ღონისძიებას რეჟიმის შეცვლის გზაზე დაბრკოლებად განიხილავენ.
გოქსელი კი აღნიშნავს, რომ გაეროს წევრ ქვეყნებს სირიაში მისიის შენარჩუნება სურთ, რადგანაც მათი რწმენით ეს ძალადობის შეზღუდვის საშუალებაა.
როგორც ლანდისი ამბობს, გაერო სერიოზული დილემის წინაშე დგას. გენერალი როსი კი აცხადებს, რომ შესაძლოა გაეროს დამკვირვებლებმა ქვეყანა დატოვონ, თუმცა სირიასთან ახლოს, მაგალითად კვიპროსზე დაიდონ ბინა, რათა საჭიროების შემთხვევაში სირიაში დაბრუნება სწრაფად შეძლონ.

„მათი უმეტესობა აცხადებს, რომ რეჟიმის ცვლილება სირიაში ძალადობის დასრულების ერთადერთი საშუალებაა. მაგრამ ვიდრე იქ გაეროს სადამკვირვებლო მისია იმყოფება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს, ამბოხებულთათვის იარაღის მიწოდება აზრს კარგავს,“ - ამბობს ლანდისი.