ბრძოლები ქალაქ ქუსარისთვის

დამოუკიდებელი წყაროებით ჯერჯერობით არ ხერხდება ინფორმაციის დაზუსტება იმის შესახებ, თუ ვის ხელშია სირიის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი
სირიელი აქტივისტების ცნობით, ქალაქ ქუსარისთვის მიმდინარე ბრძოლებში 23 ჰეზბოლას მეომარი მოკლეს. სირიის ხელისუფლება ერთი კვირაა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის დაბრუნებისთვის იბრძვის. ლიბანელი ჯარისკაციების დაღუპვასთან ერთად უფლებადამცველები ცნობებს 70 ადამიანის დაჭრის შესახებაც ავრცელებენ.

ქალაქი ქუსარი ლიბანის საზღვართან მდებარეობს და სირიის დედაქალაქ დამასკოსთვის ხმელთაშუა ზღვასთან დამაკავშირებელ მთავარ სტრატეგიულ დასახლებად ითვლება. სირიის სახელმწიფო მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ ქუსარში წესრიგი აღადგინეს და ქალაქი „ტერორისტებისგან“ გაათავისუფლეს. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ქუსარს კვლავ ამბოხებულები აკონტროლებენ. დამოუკიდებელი წყაროებით ჯერჯერობით არ ხერხდება ინფორმაციის დაზუსტება იმის შესახებ, თუ ვის ხელშია სირიის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი.