ხვალ მაროკოში "სირიიის მეგობრების" შეხვედრა შედგება
შეერთებულმა შტატებმა სირიელ მეამბოხეთა ერთ-ერთი დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ორგანიზაცია ჯაბჰათ ალ-ნუსრა ვაშინგტონს პირდაპირ არ შეუყვანია ტერორისტული დაჯგუფებების რიცხვში, მაგრამ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს დაჯგუფება ერაყში მოქმედ ალ-ყაიდასთან არის დაკავშირებული.
ჯაბჰათ ალ-ნუსრამ სირიაში თვითმკვლელთა მონაწილეობით განხორციელებულ რამდენიმე ტერაქტზე აიღო პასუხისმგებლობა. ხვალ "სირიიის მეგობრების" სახელით ცნობილი ქვეყნების შეხვედრა შედგება მაროკოში, რომელშიც ევროკავშირის და შეერთებული შტატების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.