ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის საკითხზე რუსული პოზიცია უცვლელია


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიის ოპოზიციის ახალ ლიდერს ხვდებიან

10 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიის ოპოზიციის ახალ ლიდერს მოაზ ალ-ხათიბს ხვდებიან. მანამდე, სირიის პრეზიდენტის მოკავშირე რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი წინააღმდეგობა სირიის საქმეებში ნებისმიერი სახის საგარეო ჩარევის თაობაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აუცილებელია სირიაში ბრძოლების შეწყვეტა, რის შემდეგაც პოლიტიკური რეფორმები თავად სირიელმა ხალხმა უნდა განახორციელოს. გუშინ, ჟენევაში რუსი და ამერიკელი დიპლომატები გაეროს სამშვიდობო დესპანს ლახდარ ბრაჰიმის შეხვდნენ. სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა, რომ სირიაში „ვითარება კიდევ უფრო უარესდება,“ თუმცა მათ სჯერათ რომ საკითხის პოლიტიკური გზებით გადაჭრა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

შეერთებულმა შტატებმა სირიის პრეზიდენტს გადადგომისკენ და ქვეყანაში ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაბარებისკენ მოუწოდა. ამავდროულად, სირიელი ამბოხებულების ცნობით, მათ ქალაქ ალეპოსთან მსხვილი სამთავრობო სამხედრო ბაზის დაკავება შეძლეს.
XS
SM
MD
LG