სირიაში სისხლისღვრა არ წყდება

ძირითადი შეტევა დამასკოსთან ახლოს მდებარე პალესტინის ლტოლვილთა ბანაკთან განხორციელდა
სირიის ოპოზიციის განცხადებით, სამშაბათს, შეტაკებების და საარტილერიო დარტყების შედეგად 120 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის ერთი სამთავრობო ძალების მაღალჩინოსანია.

სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, სირიის სამხედრო თვითმფრინავებმა შეტევა განახორციელეს მეამბოხეთა მიერ კონტროლირებად ქალაქ მაარატ ალ-ნუმანზე. ძირითადი შეტევა დამასკოსთან ახლოს მდებარე პალესტინის ლტოლვილთა ბანაკთან განხორციელდა.

სამშაბათს, სირიის სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეტევის დროს „ტერორისტებმა" გენერალი აბდულა მაჰმუ ალ-ხალიდი მოკლეს.