სირიაში კვლავ მსხვერპლია

გაეროს და არაბული ლიგის მცდელობამ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო
სირიელი აქტივისტები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ სირიაში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა.

ლონდონში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის განცხადებით, აფეთქება იდლიბის პროვინციაში მოხდა და სამიზნე სირიელი ჯარისკაცები იყვნენ.

ხუთშაბათს, გაერთიანებული ერების და არაბული ლიგის ელჩი სირიაში ლაქდარ ბრაჰიმი დამასკოში მიემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს უნდა შეხვდეს.

გაეროს და არაბული ლიგის მცდელობამ სირიაში ცეცხლის შესაწყვეტად ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსის ქეთრინ ეშტონის განცხადებით, მსოფლიო საზოგადოება სირიის საკითხთან დაკავშირებით ჩიხში შევიდა. ეშტონმა გაფრთხილება გააკეთა, რომ არსებული მდგომარეობა მეტ რადიკალიაზაციას და ძალადობას გამოიწვევს.