სადამხმარებლო სააგენტოები და ერაყის ხელისუფლება ადგილზე სურსათისა და წყლის მიტანას ჩქარობს
სირიის ჩრდილოეთში ქურთებსა და ისლამისტ მეამბოხეებს შორის რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის შემდეგ, ათასობით სირიელი ლტოლვილი ერაყის ქურთისტანის რეგიონში ჩავიდა.
ლტოლვილთა უმრავლესობა ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან. გაეროს განცხადებით, სადამხმარებლო სააგენტოები და ერაყის ხელისუფლება ადგილზე სურსათისა და წყლის მიტანას ჩქარობს.
ლტოლვილთა რაოდენობის გაზრდა მოსდევს სირიელ ქურთებსა და ალ ყაიდასთან დაკავშირებული ჯაბატ ალ ნუსრას შორის გამწვავებულ ბრძოლებს. ჯაბატ ალ ნუსრა ასევე ბაშარ ალ ასადის მხარდამჭერი ძალების წინააღმდეგ იბრძვის.