საერთაშორისო დესპანის გეგმა ჟენევის შეთანხმების გეგმას ეფუძნება
საერთაშორისო სამშვიდობო დესპანის განცხადებით, მას სირიაში სამოქალაქო ომის დასასრულებლად სპეციალური წინადადება გააჩნია. ამის შესახებ ლახდარ ბრაჰიმმა ქაიროში არაბული ლიგის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, ეს გეგმა წლის დასაწყისში ჟენევის შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებას ეფუძნება, რაც შესაძლოა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მისაღები აღმოჩნდეს. ლახდარ ბრაჰიმმა დამატებითი დეტალების გახმაურებისგან თავი შეიკავა.
მისი თქმით, სირიაში ვითარება ყოველდღე უარესდება. ამდენად აუცილებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ რაიმე იღონოს სამოქალაქო ომის დასრულების მიზნით. ბრაჰიმი შაბათს მოსკოვში იმყოფებოდა სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა. ბრაჰიმის თქმით, სირიას აქვს არჩევანი დარჩეს ჯოჯოხეთში ან დაიწყოს პოლიტიკური პროცესი.