ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაჰიმის და ასადის შეხვედრა დასრულდა


სამშვიდობო მექანიზმები ჯერ არ შემუშავებულა

ქუვეითის მთავრობა შემდეგ თვეს საერთაშორისო კონფერენციის გამართვას გეგმავს, სადაც სირიის ჰუმანიტარულ კრიზისს განიხილავენ. ამის შესახებ ქუვეითის ლიდერმა შეიხ ალ-აჰმად ალ საბაჰმა განაცხადა. მისი თქმით აღნიშნული კონფერენცია მომავალ თვეს გაიმართება, რაც ასევე გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივას ეხმაურება. დღესვე, გაეროს და არაბული ლიგის საერთაშორისო სამშვიდობო დესპანმა ლახდარ ბრაჰიმმა განაცხადა, რომ სირიის სამოქალაქო ომი მსოფლიოს შეშფოთებას იწვევს. ბრაჰიმმა აღნიშნული კომენტარი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრაზე 21 თვიანი კრიზისი შესაძლო დასრულების გზები განიხილეს, თუმცა ეს მექანიზმები ჯერ არ შემუშავებულა. ასევე სირიის საინფორმაციო სააგენტომ „სანამ“ გაავრცელა სირიის პრეზიდენტის განცხადება. ბაშარ ალ-ასადი მიესალმება ნებისმიერ სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც სირიის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვას შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG