საერთაშორისო სამშვიდობო დესპანი ლახდარ ბრაჰიმი დამასკოში სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს შეხვდა. მათ სამოქალაქო ომის დასრულების შესაძლებლობები განიხილეს.
გაეროს და არაბული ლიგის წარმოამდგენელი სირიის დედაქალაქში მეზობელი ლიბანიდან ჩავიდა. იმავე დღეს სირიელი აქტივისტების განცხადებით, სამთავრობო ავიაციის შეტევებს 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი აქტივისტები იუწყებიან, რომ ჰამას პროვინციის ქალაქ ჰალფაიაში სამთავრობო ავიაციამ იერიშები განახორციელა. მოკლული და დაჭრილია ათობით ადამიანი. ბრიტანეთში მოქმედი
სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, სამთავრობო ავიაციამ იერიში მიიტანა ასევე ალეპოს პროვინციაში მდებარე ქალაქ ალ-საფირაზე, სადაც სულ ცოტა 13 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ქალაქში ერთერთი მსხვილი სამხედრო კომპლექსია განლაგებული, რომლის დასაკავებლადაც ამბოხებულები ბრძოლებს აწარმოებენ.