ამბოხებულთა ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება
სირიის ოპოზიციის განცხადებით, სამთავრობო ძალებმა ამბოხებულთა ქალაქის ჰომსის დაბომბვა განაახლეს, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. სამოყვარული ვიდეოკადრებზე ასახულია ჰომსის დაბომბვა. ამბოხებულები ასევე სხვა ქალაქების დაბომბვის შესახებაც იუწყებიან, რის შედეგადაც 50 -მდე ადამიანია დაღუპული. დამოუკიდებელი წყაროებით ამბოხებულთა ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება. ძალადობის ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც გაეროს 300-მდე უიარაღო დამკვირვებელმა თავიანთი მუშაობის შეჩერების შესახებ გამოაცხადა. თუმცა, გაეროს ინფორმაციით, დამკვირებლები სირიაში რჩებიან.