აფეთქება დამასკოში

გაეროს არცერთი დამკვირვებელი არ დაზარალებულა
სირიის დედაქალაქ დამასკოში სასტუმროსთან, სადაც გაეროს დამკვირვებლები ცხოვრობენ აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიჭრა. სირიის ხელისუფლების ცნობით, ბომბი სატვირთო ავტომანქანის ავზში იყო ჩადებული.

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ფაისალ მექდადმა განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად გაეროს არცერთი დამკვირვებელი არ დაზარალებულა. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა ერთობლივად იბრძოლონ ტერორიზმის წინააღმდეგ. გაეროს უშიშროების საბჭო სირიის საკითხზე ხვალ იმსჯელებს. სირიაში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატს ვადა 19 აგვისტოს გასდის.