ახლო აღმოსავლეთის საკითხები ექსპერტი ლონდონის ეკონომიკური სკოლიდან ფავაზ ჟერჟესი აცხადებს, რომ ერთის ნაცვლად სირიაში არაერთი ოპოზიციური დაჯგუფებაა. ჟერჟესი ამბობს, რომ სირიაში ასზე მეტი შეიარაღებული ოპოზიციური ჯგუფი. ესენია ბევრი ფრაქცია და ოპოზიციის შიგნით განსხვავებული იდეოლოგიის მქონე დაჯფუფება, მათ შორის სირიის გარეთ არსებული ოპოზიციაც. სახეზე გვაქვს ისლამისტების დაჯგუფებაც, და არამარტო მუსლითა საძმო. არიან სალაფისტები, არიან ზომიერი ისლამისტები, ნაციონალისტები, სეკულარიზმის მიმდევარი ოპოზიცია, მემარცხენეები. ექსპერტის დასკვნით, სირიაში ოპოზიციის ძალიან რთული და კომპლექსური პორტრეტი იქმნება.
ექსპერტი დასძენს, რომ არ არის ერთიანი ოპოზიცია და რომ განსხავავებები და გაყოფა ხშირია.
„სირიის ფარგლებს გარეთ არსებულ ოპოზიციაშიც იგრძნობა განსხვავებები, განსაკუთრებით კი სირიის ეროვნული საბჭოს შინგით, არის სერიოზული გახლეჩა თავად სირიის ტერიტორიაზე არსებეულ ოპოზიციურ დაჯგუფებებს შორის, უფრო სწორედ- შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის.“
მიმომხილველების უმრავლესობა თანხმდება იმ ფაქტში, რომ სირიული ოპოზიცია დანაწევრებული, არაეფექტური და არათანმიმდევრულია, რაც ბაშარ ალ ასადის რეჟიმის კარგი ალტერნატივის განსაზღვრას ართულებს.
თუმცა სხვაგვარად ფიქრობს ნადიმ შეჰადი-რომელიც ლონდონში ბაზირებული „ჩეთამ ჰაუზის“ ახლო აღმოსავლეთის საკითხების მკვლევარია.
შეჰადი ფიქრობს, რომ აზრთა განსხვავება ოპოზიციის შიგნით, მისი სიძლიერეც კია. განსხვავებული მოსაზრებები, ერთის მხრივ ჯანსაღი პოლიტიკური საზოგადოების ნიშანია. ოპოზიცია სრულიად სირიული საზოგადოების ნაწილია, ისტორიული მრავალფეროვნებით, ეთნიკური სიჭრელით, და იდეოლოგიური წინააღმდეგობებით. მისი აზრით, სწორედ ამან უნდა შეუწყოს ხელი სამომავლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. შეჰადი ამასთან დარწმუნებულია, რომ ერთიანი ოპოზიცია ძლიერი მართველის პირობებში, დიქტატორის სურვილია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საინტერესო იქნება იმაზე დაკვირვება თუ რამდენად მოახდენენ ოპოზიციონრები განსხვავებების გვერდზე გადადებას იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის ხელმძღვანელობას ასადის დამხობის შემდეგ გადაიბარებენ.
ადამიანი, რომელიც შესაძლო დროებითი მთავრობის წამყვან სახედ მოიაზრება გენერალი მანაფ თლასია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთში გაიქცა. თლასსის მამა სირიის თავადაცვის მინისტრი იყო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თავად გენერალი მანაფი კი ბაშარ ალ ასადის ბავშვობის ახლო მეგობარი და ნდობით აღჭურვილი პირი.
ჟერჟესი- ლონდონის ეკონომიკური სკოლიდან- ფიქრობს, რომ თლასის ბიოგრაფიას ასადის რეჟიმთან თანამშრომლობა ჩრდილს აყენებს.
„სირიაში არსებულ ოპოზიციურ წრეებში ბევრს კარგად ახსოვს თლასის ოჯახი, რომელიც ასადის ოჯახთან დაახლოებული იყო, მათი წარსული, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ პოსტ-ასადის მთავრობაში, მათი შთამომავლი სერიოზულად იქნას აღქმული.“
ნადიმ შეჰადი კი დარწმუნებულია, რომ სირიის ფარგლებს გარეთ არსებულ ოპოზიციას სირიის შიგნით ლეგიტიმური გავლენა არ აქვს. სტამბოლში დაფუძნეული სირიის ეროვნული საბჭოც კი თურქეთის მთავრობასთან დაახლოებულ ჯგუფად აღქმება.
შეჰადი ფიქრობს, რომ რეალური პოლიტიკური რევოლუცია სირიაში ხდება და რეჟიმს სწორედ ეს ამწარებს. ასადის ხელისუფლება ძალადობას გაუძლებს, და ასე შეიძლება ათი წელიც კი გაგრძელდეს, მაგრამ ასადის ხელისუფლება ერთი დღეც ვერ აიტანს თუ მას ლეგიტიმური, პოლიტიკური ოპოზიცია დაუპირისპირდება.
სწორედ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, სირიის საკითხების მცოდნეები ფიქრობენ, რომ ქვეყნის ოპოზიციას წინ დიდი გზა აქვს გასავლელი სანამ რეალურ უპირატესობას მოიპოებს, იმდენად რამდენადაც ასადი, ლიბიის ყოფილი დიტატორის მსგავსად, გააფთრებით იბრძოლებს და დაპირისპირებას ბოლო მომენტამდე არ შეეპუება.