თურქეთში სირიელი ლტოლვილების რიცხვი შესაძლოა 200 000-მდე გაიზარდოს
ათი ათასამდე სირიელი თურქეთში გადასვლას ცდილობს, სადაც ლტოლვილთა ბანაკებში 80 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. თურქეთის მთავრობა ლტოლვილთა ახალი ნაკადის მიღებისთვის ემზადება და საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს განცხადებით: „სირიელ ხალხთან თურქეთს ისტორიული მეგობრობა აკავშირებს და არაფერს დაიშურებს მის დასახმარებლად, მაგრამ ლტოლვილთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩარევა ამ პრობლემის გადასაწყვეტად.“
სირიაში ბრძოლების გამძაფრების შემდეგ ლტოლვილთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სელჩუკ უნალის განცხადებით, სირიის პრობლემები თავად ამ ქვეყნის საზღვრებში უნდა გადაწყდეს. მისი თქმით:
“ გაერომ და საერთაშორისო საზოგადოებამ სირიელი ხალხისთვის უსაფრთხოების ზონები სირიის ტერიტორიაზე უნდა შექმნან.“
ანკარა ამგვარი ზონების შექმნის აუცილებლობაზე დიდი ხანია საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს რეგიონში ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავს ანკარა ერიდება სირიის კონფლიქტში დამოუკიდებლად ჩარევას.
როგორც გაზეთ მილიეთის კორესპონდენტი სემი იდიზი აცხადებს:
“ თურქეთის ინტერვენცია სირიაში უდიდეს პრობლემებს შექმნის, რადგან ამგვარ აქციას საზოგადოების მხარდაჭერა არ ექნება და თურქეთს მარტოდმარტო მოუწევს ბრძოლა.“
ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის განცხადებით, თურქეთში სირიელი ლტოლვილების რიცხვი შესაძლოა 200 000-მდე გაიზარდოს. 1991 წელს ერაყის პირველი ომის დროს თურქეთში ნახევარ მილიონამდე ერაყელი ქურთი გადავიდა.
თურქი დიპლომატის და პოლიტოლოგის სინან ულგენის განცხადებით:
"თურქეთს ამ გამოწვევასთან გამკლავება მოუწევს. მასზე გაცილებით უფრო პატარა იორდანიაში 250 000 ლტოლვილი ცხოვრობს. ასე რომ, თურქეთის მთავრობის პოზიცია არ შეიცვლება და ის ლტოლვილთა მიღებას განაგრძობს. მაგრამ ამავე დროს, ანკარა შეეცდება საერთაშორისო საზოდაობაც ჩართოს ლტოლვილთა პრობლემების გადაწყვეტის საქმეში და გააგრძელებს ზეწოლას ვაშინგტონზე, რათა ამერიკელებმა სირიაში საერთაშორისო ინტერვენციის ორგანიზება მოახდინონ.“
გასულ კვირას თურქეთის და შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები ანკარაში შეხვდნენ ერთმანეთს და სირიის კრიზისთან დაკავშირებით იმსჯელეს. თუმცა გაეროს უშიშროების საბჭო სირიაში სამხედრო ინტერვენციას არასოდეს დაეთანხმება და ვაშინგტონიც დიდი ენთუზიაზმით არ უყურებს პრობლემის ამგვარ გადაწყვეტას. საერთაშორისო ექსპერტების აზრით, ამ ფონზე ანკარას ისევ მარტო მოუწევს სირიელი ლტოლვილების დახმარება.