ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში თურქი ოპერატორი დააკავეს


სამაუწყებლო საბჭომ მოუწოდა დამასკოს გაათავისუფლოს ჟურნალისტი ან მისი უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოს

ორშაბათს აშშ-ის სამაუწყებლო საბჭომ სირიის მთავრობას მოუწოდა, გაათავისუფლოს თურქი ოპერატორი, რომელიც ჩრდილოეთ სირიაში სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.

კუნიეტ უნალი აშშ-ის მიერ დაფინანსებული ტელევიზიის - ალჰურას - ოპერატორია და ერთი კვირაა დაკარგულად ითვლება.

სამაუწყებლო საბჭომ მოუწოდა დამასკოს, გაათავისუფლოს ჟურნალისტი ან მისი უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოს. აშშ-ის სამაუწყებლო საბჭოს განცხადებით, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რაოდენ გაუსაძლის პირობებში უხდებათ ჟურნალისტებს მუშაობა სირიაში.

XS
SM
MD
LG